ტრაგედია კახეთში - უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
1782205191
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოციალური პროგრამის ფარგლებში, დასრულდა უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.
დასრულებული სახლები სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა ქევანიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ ასლან საგანელიძემ, მერის მოადგილემ თამარ ქევანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად მხეიძემ დაათვალიერეს.
პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 108 000 ლარი შეადგინა.
მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2024 წელს დაიწყო და მისი განხორციელება გაგრძელდება მანამ, სანამ საჭიროების მქონე ყველა ოჯახი შესაბამისი მხარდაჭერით არ იქნება უზრუნველყოფილი.