ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრა

დღეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა და მოწვეულმა ექიმებმა შეხვედრის მონაწილეებს ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მონაწილეებს ასევე საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 21 ოქტომბერს დაგეგმილია უფასო სკრინინგის აქცია, რაც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, შესაბამისი კვლევები ადგილზე, უფასოდ ჩაიტარონ და დაავადების შესაძლო ნიშნები ადრეულ ეტაპზევე გამოავლინონ.
ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა მკურნალობის ეფექტიანობის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და რეგულარული სკრინინგი ქალთა ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

 

✕