ChatGPT-ის ტანსაცმლის ვირტუალურად მორგების ფუნქცია ემატება

ChatGPT

ChatGPT შოპინგის მოყვარულებისთვის 2 ახალ ფუნქციას ამატებს. ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლებს ტანისამოსისა თუ აქსესუარების ვირტუალურად მორგების შესაძლებლობას მისცემს.

როგორც შემქმნელები ამბობენ, მისით სარგებლობა ძალიან მარტივი იქნება. ამისთვის ჩატჯიბიტის თქვენი მთლიანი ფოტო უნდა მიაწოდოთ. ამის შემდეგ ის შეძლებს, განახვოთ, თუ როგორი იქნებოდა ესა თუ ის სამოსი და აქსესუარი თქვენზე. ასევე, შესაძლებელია ხელოვნურ ინტელექტს ჩაუგდოთ სასურველი ნივთის ფოტოც.

ახალი ფუნქცია ChatGPT-ის  განახლებულ მოდელზე იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოუშვეს.

✕