„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
„საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული IRI-ის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ რადიკალურ ოპოზიციასა და აგენტურას საქართველოში მხარდაჭერა აღარ აქვთ და მათი პოლიტიკური იდეები უკვე დათვლილი და დამთავრებულია,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
ვიცე-სპიკერი საქართველოში უცხო გავლენების მსახურებს ურჩევს, წავიდნენ პოლიტილკიდან. „საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული IRI-ის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ რადიკალურ ოპოზიციასა და აგენტურას საქართველოში მხარდაჭერა აღარ აქვთ და მათი პოლიტიკური იდეები უკვე დათვლილი და დამთავრებულია. იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო გავლენებს ემსახურებიან საქართველოში, ვურჩევ, დაიხურონ ქუდი და წავიდნენ პოლიტიკიდან,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.