2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის საფლავიდან სანათები მოიპარეს

საფლავი

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, პოლკოვნიკ დავით ელიზბარაშვილის საფლავიდან სანათები მოიპარეს.
ფაქტი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოხდა, სადაც ელიზბარაშვილია დაკრძალული.
მომხდარს ოჯახის წევრები ადასტურებენ.

„თუ ასე სჭირდებოდათ, ჩემთვის ეთხოვათ, ფულს მივცემდი. აბა ეს რა საკადრებელია, "- განაცხადა დავით ელიზბარაშვილის ძმამ, ზურა ელიზბარაშვილმა

მომხდარს თანასოფლელებიც ეხმაურებიან და წერენ, რომ ასეთი ფაქტი სოფელსა და გმირის სახელს შეურაცხყოფს.

დავით ელიზბარაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ბოლოს ის, გორის ბატალიონის საინჟინრო ნაწილის გამნაღმველთა ბრიგადის მეთაური იყო.

პოლკოვნიკი 37 წლის ასაკში, 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ ფხვენისთან, რუსული სამხედრო ვერტმფრენის შეტევის შედეგად დაიღუპა.

დავით ელიზბარაშვილი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.