ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში - ის ყოველ 5-7 დღეში უნდა შეიცვალოს!

სამზარეულო

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კვლევებზე დაყრდნობით ასახელებს ნივთს, რომელიც სახლში ყველაზე ბინძური შეიძლება აღმოჩნდეს.

„იცოდით, რომ თქვენი სამზარეულოს ღრუბელი შეიძლება უფრო ბინძური იყოს, ვიდრე ტუალეტის ნიჟარა?
კვლევები აჩვენებს, რომ სამზარეულოს ღრუბელი ერთ-ერთი ყველაზე ბაქტერიებით სავსე ნივთია სახლში.

მიკრობიოლოგების შეფასებით:

ღრუბელზე ბაქტერიების კონცენტრაცია ისეთივე მაღალია, როგორც ადამიანის ფეკალიებში! მასში გვხვდება E. coli, სალმონელა და სტაფილოკოკი, რაც შეიძლება მძიმე ინფექციების გამომწვევი გახდეს.

ღრუბლის დასუფთავება მიკროტალღურ ღუმელში, ან მდუღარე წყალში ჩადება მხოლოდ მცირე ხნით კლავს ბაქტერიებს – ისინი ისევ სწრაფად მრავლდებიან!

როგორ ავიცილოთ თავიდან ეს საფრთხე?

ყოველ 5-7 დღეში ერთხელ შეცვალეთ სამზარეულოს ღრუბელი.

გამოიყენეთ ჭურჭლის ჯაგრისები, რომლებიც ადვილად ირეცხება და ნაკლებ ბაქტერიას შეიცავს.

ღრუბელი დეზინფექციის შემდეგაც ხშირად გამოიცვალეთ, რადგან ბაქტერიების ნაწილი მაინც რჩება.

იდეალური ალტერნატივაა უჟანგავი ფოლადის ქსოვილები და ეკოლოგიური ბამბუკის ღრუბლები, რომლებიც ნაკლებად ინახავს ბაქტერიებს.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია:

„ღრუბელი არ უნდა გახდეს ბაქტერიების ბუდე! ნუ გამოიყენებთ ერთსა და იმავე ღრუბელს კვირების განმავლობაში – ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია!

დაბინძურებული ღრუბელი შეიძლება გახდეს ნაწლავური ინფექციებისა და საკვების მოწამვლის მიზეზი. სამზარეულოს ჰიგიენის დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ხელების დაბანა!“ - წერს ფხაკაძე.