"ველოდები სასწაულს..." - რას ამბობს ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა
1737405299
ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში"დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რას იწვევს ქრონიკული სტრესი, ნერვიულობა და რა პრობლემები შეიძლება შექმნას სხეულში კორტიზოლის მომატებამ:
- კორტიზოლი ჩვენს სხეულში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ჰორმონია. როდესაც ადამიანი სტრესშია, სხეულში კორტიზოლის შემცველობა იმატებს. ის ძალიან ბევრ სისტემაზე აისახება. როდესაც ადამიანი ნერვიულობს, შფოთავს, შესაძლოა, მადა მოემატოს. კორტიზოლი მადას ძალიან ზრდის ან პირიქით, ამცირებს. თუმცა, უფრო ხშირად მადიანობა იზრდება. ამიტომაცაა, რომ ადამიანი წონაში იმატებს.
ჭარბი რაოდენობის კორტიზოლი იმუნურ სისტემას აქვეითებს. თუ აქამდე ადამიანს ქრონიკული ინფექცია ჰქონდა, შეიძლება, გააქტიურდეს. თეორიულად შეიძლება, ონკოლოგიური დაავადებების რისკიც იზრდებოდეს. თუ კორტიზოლი მუდმივად მაღალი იქნება და იმუნური სისტემა დაქვეითდება, ადამიანს შეიძლება, სიმსივნისკენ მიდრეკილება ჰქონდეს. მაგალითად, ფილტვის, მკერდის... მაგრამ, სიმსივნესთან მიმართებით, ეს უფრო თეორიული მსჯელობაა.
ჭარბი რაოდენობის კორტიზოლით ძილ-ღვიძილის რეჟიმი ირღვევა. გარდა ამისა, ჭარბი რაოდენობის კორტიზოლი შესაძლოა, სხვა სისტემებზეც აისახოს. შესაძლოა, გულის მკვებავი სისხლძარღვებიც დაზიანდეს და ნელ-ნელა სისხლძარღვების ათეროსკლეროზი განვითარდეს. ადამიანი შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისკენ, მათ შორის, მიოკარდიუმის ინფარქტისკენ იყოს მიდრეკილი. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ის, რაც ვისაუბრე, ერთჯერადად კორტიზოლის მატებას კი არ უკავშირდება, არამედ თვეების, წლების განმავლობაში შეიძლება, განვითარდეს. თუ გუშინ გამოცდა გვქონდა და ამაზე ვინერვიულეთ, ეს ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს არ გამოიწვევს. მაგრამ, თუ ქრონიკულად სტრესში ვართ, ქრონიკულად ფინანსური, სოციალური პრობლემა, ოჯახში დაძაბულობა გვაქვს და ამის გამო, ქრონიკულად გვიწევს ნერვიულობა, ამაზეა საუბარი.