რატომ ატარებენ აშშ-სა და ევროპაში საქორწინო ბეჭდებს მარცხენა ხელზე - ეს მხოლოდ რელიგიას არ ეხება

ბეჭედი

საქართველოში, როგორც წესი, საქორწინო ბეჭედი მარჯვენა ხელზე უკეთიათ. თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც ეს ასე არ არის. 

მარცხენა ხელზე ძლიერი ქორწინების სიმბოლოს ტარება დასავლური ტრადიციების დამახასიათებელი თვისებაა.

სად უკეთიათ საქორწინო ბეჭედი მარცხენა ხელზე - ქვეყნების სია

ეს ეხება შემდეგ ერებს: ბრიტანელები, პორტუგალიელები, პოლონელები, ფრანგები, ირლანდიელები, შვედები, შვეიცარიელები, რუმინელები, ჩეხები, ახალზელანდიელები, კანადელები, ბელგიელები.

ასევე, იტალიაში ბეჭედი მარცხენა ხელზე კეთდება. იქ ხალხი თვლის, რომ რაც უფრო მარტივია ბეჭედი, მით უფრო მშვიდი იქნება ოჯახური ცხოვრება. თუ ერთ-ერთი მეუღლე გარდაიცვალა, ქვრივს სამკაული მარჯვენა ხელზე გადააქვს.

საინტერესოა, რომ გერმანიასა და ჰოლანდიაში საქორწინო რიტუალი თავად ქორწილამდე დიდი ხნით ადრე იწყება, ანუ: ხელის თხოვნის დროს ბეჭედი კეთდება მარცხენა ხელზე, დაქორწინების შემდეგ კი მარჯვენაზე. 

საინტერესო ფაქტი: დასავლეთის ბევრ ქვეყანაში არსებობს წესი - თუ პატარძალი გადაიფიქრებს დაქორწინებას, უნდა დააბრუნოს ბეჭედი, რომელიც ნიშნობისას აჩუქეს. ეს ხდება ორი მიზეზის გამო.

პირველი ის არის, რომ ნიშნობისთვის, როგორც წესი, ძალიან ძვირადღირებულ სამკაულს ჩუქნიან. მეორეც, კათოლიკეები ხშირად ამჯობინებენ ნიშნობის ბეჭდების მემკვიდრეობით გადაცემას. ანუ პატარძალს ხშირად ოჯახის ძველ ბეჭედს ჩუქნიან, რაც ბუნებრივია, რომ ისევ ოჯახს უნდა დაუბრუნდეს.

რომელ ხელზე ატარებენ საქორწინო ბეჭედს ამერიკაში?

როგორც წესი ნიშნობის ბეჭდისთვის ორივე ირჩევს მარცხენა ხელს. გოგონას ერგება ორი ბეჭედი - ნიშნობის და საქორწილო. მამაკაცს კი მხოლოდ ცერემონიის დროს გაკეთებული.

არსებობს ვერსია, რომ ბეჭდის მარცხენა ხელზე ტარება აირჩიეს არა მხოლოდ კათოლიციზმის ერთგულების გამო, არამედ პრაქტიკულობის სახელითაც. თუ ადამიანი მემარჯვენეა, მისი მარცხენა ხელი ნაკლებად აქტიურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკლებია ბეჭდის ან ძვირფასი ქვის შემთხვევით დაკარგვის შანსი.