VIDEO: ფერმკრთალი სახე, მადის ცვლილებები - რაზე მიანიშნებს ეს სიმპტომები

თამარ ათანასოვი

რა ნიშნებით შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებში ანემია და როგორია მისი მკურნალობის გზები,- ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე იაშვილის საავადმყოფოს პედიატრი, ბავშვთა ჰემატოლოგი თამარ ათანასოვი საუბრობს.

ანემიის ერთ-ერთი ნიშანია ფერმკრთალი ღრძილები, თვალის ლორწოვანი და ფრჩხილები. ანემიური მდგომარეობის ერთ-ერთი გამოხატულება შესაძლოა, ემოციური ლაბილობაც იყოს.

რკინადეფიციტური ანემიების დროს მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივო პროცესია. ჩვენი მიზანია სისხლში არა მარტო ჰემოგლობინის დონის ნორმალიზება, არამედ ორგანიზმში რკინის მარაგების შევსება. ამის გამო მკურნალობა ხანგრძლივად გრძელდება. რა თქმა უნდა, რკინის პრეპარატების შემთხვევაშიც სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ბავშვთა ასაკში ანტაციდების გამოყენებამ შესაძლოა, რკინის შეწოვა შეამციროს. საპირისპიროდ, C ვიტამინი აუცილებელია იმისათვის, რომ ორგანიზმმა რკინა შეიწოვოს და აითვისოს. მკურნალობასთან ერთად, აუცილებელია გავითვალისწინოთ ისიც, რომ მნიშვნელოვანია, კვების რაციონის მოწესრიგება. ბავშვი ადეკვატურად უნდა იკვებებოდეს. მაგალითად, უმჯობესია, საქონლის წითელ ხორცს ბოსტნეულთან ერთად თუ მივცემთ.

ნახეთ ვიდეო სრულად 👇