ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო სნექებში მე-3 ადგილზეა - რომელ ადგილს იკავებს გოზინაყი?

გოზინაყი

Tasteatlas-მა 100 საუკეთესო სნექის რეიტინგი განაახლა. რეიტინგში პირველი ადგილი ლიტვურმა სნექმა Kepta duona-მ დაიკავა, ხოლო ბოლო ადგილზეა გერმანული Bayerische Breze.

ასეულში მოხვდა 2 ქართული სნექი: ხაჭაპური და გოზინაყი. ხაჭაპური რეიტინგში მე-3, ხოლო გოზინაყი 53-ე ადგილს იკავებს.

რეიტინგის პირველი 10 ადგილი ასე გამოიყურება: ლიტვა - Kepta duona
აზერბაიჯანი - Qutab
საქართველო -ხაჭაპური
იტალია - Panzerotti
ლიტვა - Bulviniai blynai
ლიტვა - Kibinai
სლოვაკეთი - Zemiakové placky
საბერძნეთი - Skopelitiki tiropita
ესპანეთი - Croquetas
იტალია - Pizzette

წყარო: