„თუ დაგეწყო შიშები და თან ტაროების გაშლას უყურებდი...“ - ნათია ქოლუსის მიმართვა გამომწერებს

ნათია ქოლუსი

ბლოგერი ნათია ქოლუსი ახალგაზრდებში პოპულარულ ტაროს კარტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ეს პროცესი ეშმაკისეულია.

„არ ვიცი, ეს ვინმემ თუ არ იცის, მაგრამ მაინც ვიტყვი, ტაროს კარტები, რაც ახლა ტრიალებს მეინსტრიმში, მათი გაშლა 1000%-ით ეშმაკისეულია. არანაირი „მე არ მჯერა, ისე ვშლი“. იმას არ აინტერესებს, გჯერა თუ არა, მისი წესებით თამაშობ, შესაბამისად, კარებს უხსნი! და არანაირი არა, „აი ეს ისეთი ტაროა, უწყინარი“, აბსოლუტურად ყველა ასპექტით და საზრისით ეშმაკისეული და სატანისტურია! (ოკულტური) ტაროს მთავარი კარტი ხშირად ეშმაკი მაინც არ იყოს.

ძალიან ბევრისგან გამიგია, რომ შეყვნენ, შეყვნენ და დაეწყოთ შფოთვები, შიშები და ა.შ. ეს შიშები და შფოთვები შეიძლება ვერ გაიგო საიდან მოდის, მაგრამ მოდის იქიდან, რომ ბოროტ ძალებს შენ ამით კარს უხსნი და უფლებას აძლევ, შენი სული აწამონ. ასე რომ, თუ დაგეწყო შიშები და თან ტაროების გაშლას უყურებდი, თუნდაც ონლაინ, იცოდე რატომაც.“ - წერს ბლოგერი.

ასევე ნახეთ: რა (არ) უნდა ატაროთ საფულეში ფულის მოსაზიდად - 7 ჯადოსნური ნივთი