როგორ მივხვდეთ, რომ ბინაში გაზი გროვდება - ეს უნდა იცოდეთ
1795202155
19 ნოემბერს ქვეყანა უდიდესმა ტრაგედიამ შეძრა. ფონიჭალაში გაზის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 4 ადამიანი.
8 საათიანი ძებნის შემდეგ, ნანგრევებიდან ერთი არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს. მოგვიანებით, ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოასვენეს.
დაღუპულებს შორის, ორი არასრულწლოვანია.
„…უდიდესი ტკივილი, დანაკლისი, სიცარიელე და მოუშუშებელი იარა იქნები მუდამ ჩვენთვის ჩვენო ცქრიალა, სიცოცხლით სავსე, თბილო და ტკბილო გოგო.
ჩვენს გულებში დარჩები სულ ასეთი მომღიმარი, ლამაზი და ციმციმა, ჩვენი საყვარელი - არიანა. გვიყვარხარ და გვეყვარები მუდამ, ჩვენო ახლა უკვე ნამდვილო ანგელოზო.
58-ე ბაღის მთელი გუნდი თანაუგრძნობთ და ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას, ჩვენი ლამაზი მშობლის ვიკას და მისი საოცარი გოგოს- ყველაფრით გამორჩეული არიანას გარდაცვალების გამო“,- წერია სამძიმრის წერილში.