პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მამა საბა ვიდეომიმართვით მოქალაქეების კითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი კითხვა ჯადოს ეხებოდა.
„როგორ უნდა მოვიქცეთ იმ ადამიანთან, რომელიც ვიცით, რომ ჯადოს გვიკეთებს და ეს ადამიანი ჩვენი ნათესავია?“ - კითხულობდა ერთ-ერთი მოქალაქე. მამა საბა ამაზე შემდეგ პასუხს სცემს:
„თუ თქვენ დანამდვილებით იცით, რომ ეგ ადამიანი ჯადოს გიკეთებთ, აქ რომელ ნათესაობასა და ახლობლობაზეა ლაპარაკი. პირდაპირ იცოდეთ, რომ ის თქვენი მტერია. რომელ ურთიერთობაზეა საუბარი, ეს ხომ შეუძლებელია. თუ დანამდვილებით იცით. თუ ვიღაცამ ცილი დასწამა და უბრალოდ მოგიტანათ სავარაუდო აზრი, რომ შეიძლება ჯადოს გიკეთებდეთ, ასეთ შემთხვევაში გადაამოწმეთ ინფორმაცია და იმ საუბარში ღმერთი გაგრძნობინებთ თუ ეს სიმართლეა. ის ვინც ჯადოს გიკეთებთ, ბოროტების მსახური გამოდის. თქვენი ქრისტიანული პოზიცია იქნება, რომ ილოცოთ მისთვის, რომ ღმერთმა გონს მოიყვანოს“,- ამბობს მამა საბა.