1738822889
თუ ბავშვი მგზავრობას ვერ იტანს - როგორ მოვიქცეთ
ზაფხულის სეზონთან ერთად ბავშვის მგზავრობის აუტანლობის პრობლემაც მწვავდება. როცა პატარას მგზავრობისას გამუდმებით გული ერევა, თავადაც იტანჯება და მშობელიც. ისეც ხდება, რომ ამ მოვლენის საწინააღმდეგო პრეპარატები სასურველ შედეგს არ გაძლევთ. როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ ბავშვსა და მშობელს მგზავრობით გამოწვეული დისკომფორტი? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.
როგორ მოვიქცეთ
მგზავრობამდე ბავშვი საათ-ნახევრით ან ორი საათით ადრე ასაუზმეთ, ისიც მსუბუქად. სავსე კუჭზე რწევა კიდევ უფრო რთული გადასატანია.
თუ ბავშვს მანქანაში გული მაინც აერია, გზას ნუღარ გააგრძელებთ, კარგად გაანიავეთ სალონი, რადგან ზოგჯერ სუნი განმეორებით სპაზმს იწვევს. თუ მხოლოდ შეგრძნება ტანჯავს, ეცადეთ, გულისრევა ხელოვნურად გამოიწვიოთ და ამის შემდეგ ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გაჩერდეთ. მგზავრობისთვის ისეთი დრო შეარჩიეთ, რომ გადატვირთულ გზაზე არ მოგიხდეთ სიარული.
პროფილაქტიკისთვის ბავშვი ხშირად აქანავეთ საქანელასა და კარუსელებზე... განაგრძეთ კითხვა...