1692302192
საქალაქო სასამართლომ გელა ხასაიას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი, გელა ხასაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მას მოსამართლემ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გელა ხასაია სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს.
შეგახსენებთ, გელა ხასაია 31 მარტს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.