რა მოხდა RAF-ის სცენაზე არმან ცარუკიანის ბრძოლის დასრულების შემდეგ
1783800223
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი 1 წლამდე ბავშვის რაციონში რძის პროდუქტების ეტაპობრივად შეტანის შესახებ მშობლებს მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.
„რძის პროდუქტები ბავშვის კვებაში ეტაპობრივად და ასაკის შესაბამისად უნდა შემოვიდეს. პირველი წლის განმავლობაში ბავშვის ძირითადი საკვები კვლავ დედის რძე ან ასაკისთვის შესაბამისი ადაპტირებული ნარევია, ხოლო რძის პროდუქტები მხოლოდ დამატებითი კვების ნაწილია.6 თვიდან შესაძლებელია მცირე რაოდენობით შევიტანოთ ნატურალური, უშაქრო იოგურტი ან კეფირი, თუ ბავშვმა დამატებითი კვება უკვე კარგად აითვისა. უმჯობესია დავიწყოთ 1-2 ჩაის კოვზით და თანდათან გავზარდოთ ასაკის შესაბამისად.7-8 თვიდან შეიძლება შევთავაზოთ ახალი, არამარილიანი ხაჭო მცირე რაოდენობით. სასურველია, პროდუქტი იყოს პასტერიზებული რძისგან დამზადებული და არ შეიცავდეს მარილს, შაქარსა და არომატიზატორებს.ძროხის რძე, როგორც ძირითადი სასმელი, 1 წლამდე არ არის რეკომენდებული. მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ მცირე რაოდენობით კერძების (მაგალითად, ფაფის ან პიურეს) მომზადებისას, მაგრამ არა ბოთლით ან ჭიქით ყოველდღიურ სასმელად. არ არის რეკომენდებული:• ტკბილი ან არომატიზებული იოგურტები;• მარილიანი ყველი;• არაპასტერიზებული რძისა და მისგან დამზადებული პროდუქტები.გახსოვდეთ, ყოველი ახალი პროდუქტი უმჯობესია შევიტანოთ ცალ-ცალკე, მცირე რაოდენობით და რამდენიმე დღის განმავლობაში დავაკვირდეთ ბავშვს, ხომ არ აღენიშნება ალერგიული ან საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ არასასურველი რეაქცია.მაწონი???ხშირად მეკითხებიან მშობლები მაწონიც შეიძლება, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობით: 6 თვიდან, როდესაც დამატებითი კვება უკვე დაწყებულია, შესაძლებელია ნატურალური, უშაქრო, პასტერიზებული რძისგან დამზადებული მაწვნის მცირე რაოდენობით შეთავაზება.დაიწყეთ 1-2 ჩაის კოვზით და თანდათან გაზარდეთ, თუ ბავშვი კარგად იტანს.შეიძლება მიეცეს დამოუკიდებლად ან შეურიოთ ხილის პიურეს. არ უნდა იყოს დამატებული შაქარი, თაფლი, არომატიზატორები ან ხილის სიროფები. 1 წლამდე მაწონი ვერ ცვლის დედის რძეს ან ადაპტირებულ ნარევს და არ უნდა გახდეს ძირითადი რძის პროდუქტი.საქართველოში მაწონი ტრადიციული და კარგი ფერმენტირებული რძის პროდუქტია, თუმცა არჩევისას მნიშვნელოვანია, რომ იყოს პასტერიზებული რძისგან დამზადებული და ხარისხიანი.ბავშვის კვებაში მთავარი პრინციპი მრავალფეროვნება, თანმიმდევრულობა და ასაკთან შესაბამისობაა. სწორად შერჩეული რძის პროდუქტები ხელს უწყობს ცილის, კალციუმისა და სხვა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების მიღებას, თუმცა პირველ წელს ისინი ვერ ჩაანაცვლებენ დედის რძეს ან ადაპტირებულ ნარევს.“ - წერს ინგა მამუჩიშვილი.