რა მოხდა RAF-ის სცენაზე არმან ცარუკიანის ბრძოლის დასრულების შემდეგ
1783800223
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ამის შესახებ CBS News იტყობინება.
უწყებამ გაასაჯაროვა 40 საიდუმლო ფაილი, რომლებიც მოიცავს 14 დოკუმენტს, 19 ვიდეორგოლს, 4 აუდიოფაილსა და 3 გამოსახულებას. ისინი პენტაგონმა, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ, ნასამ (NASA), ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA), ასევე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) მოამზადეს.
ერთ-ერთ დოკუმენტში გახსნილია 2015 წლის სექტემბერში მომხდარი ინციდენტის დეტალები. მასში გამოქვეყნებულია ორი ოფიცრის ჩვენება, რომლებიც შეესწრნენ ამოუცნობ ობიექტს, რომელიც ტეხასში, „Pantex“-ის საწარმოს საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
ამავდროულად, სხვა დოკუმენტში გასაიდუმლოებულია ატლანტის ოკეანის, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილისა და ახლო აღმოსავლეთის თავზე ობიექტებზე დაკვირვების მონაცემები. კერძოდ, მასში ნახსენებია 2020 წელს ატლანტის ოკეანის თავზე მომხდარი ინციდენტი. სამხედრო-საზღვაო ძალების ეკიპაჟის წევრის ანგარიშის თანახმად, ამოუცნობი ობიექტი „იყო უფრო მუქი, შინდისფერი, დაახლოებით 12-15 ფუტის სიმაღლის. ის დიდ, ოდნავ დეფორმირებულ საჰაერო ბურთს ჰგავდა“.