რა მოხდა RAF-ის სცენაზე არმან ცარუკიანის ბრძოლის დასრულების შემდეგ
1783800223
N89 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
"სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ნია პაპკიაურის გარდაცვალების გამო.
მოუშუშებელია ეს ტკივილი მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის. მან ჩვენს გულებში წარუშლელი კვალი, სითბო და სიყვარული დატოვა.
თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს.
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი!" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ახლობლების ინფორმაციით, ბავშვი მძიმე სენს ებრძოდა.
"ნიაკო როგორი იმედი გვქონდა შენი გადარჩენის პატარა ანგელოზო, მშვიდად განისვენე...
უფალს ებარებოდე პატარა. ძალიან მეტკინა გული...“ - ოჯახს სამძიმარს უცხადებენ სოციალურ ქსელშიც.