შედეგები საგანგაშოა... - ზაზა თელია მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს

ზაზა თელია

ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია საკვები დანამატების შესახებ წერს.

„არის თუ არა დანამატების მიღება უსაფრთხო? საკვების დანამატების ბაზარი არცერთ ქვეყანაში არ რეგულირდება სახელმწიფო სტრუქტურებიდან ისე როგორც ეს ხდება მედიკამენტებთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე ვერასდროს იქნები დარწმუნებული რომ დანამატის ეტიკეტირება ასახავს მის რეალურ შემადგენლობას ძალიან ხშირია არასწორი ეტიკეტირება ანუ - Mislabeling.

სხვადასხვა ჩატარებულმა კვლევებმა არასწორი ეტიკეტირება დაადასტურეს.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით ინტერნეტით შეძენილი დანამატების 15% დაბინძურებული იყო აკრძალული ნივთიერებებით როგორებიცაა ანაბოლური სტეროიდები.
გარკვეული რაოდენობა პროფესიონალი სპორტსმენებისა რომლებიც იღებდნენ დანამატებს, დოპინგ კონტროლის დროს აღმოჩნდნენ პოზიტიურები - მათ სისხლში ან შარდში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა.

არასდროს ენდო დანამატის მწარმოებელს რომელიც ირწმუნება რომ ის დამოწმებულია UEFA-ს, FIFA-ს ან სხვა მსგავსი სპორტული ორგანიზაციების მხრიდან. ასეთი რამ არ არსებობს.

იყავი ფრთხილად როდესაც ეტიკეტირება ირწმუნება რომ მას შეუძლია ენერგიის გაძლიერება, ტესტოსტერონის ბუსტირება ან სხვა. ამ შემთხვევაში ის დიდი ალბათობით შეიცავს აკრძალულ ნივთიერებას როგორიცაა სტეროიდი.

მცენარეული და საკვები დანამატების გამოყენება დაკავშირებულია ღვიძლის დაზიანებასთან - მტკიცებულებების ხარისხი, რომლის მიხედვითაც მცენარეული და საკვები დანამატები არათუ სარგებელს იძლევა, არამედ ხშირ შემთხვევაში აზიანებს სხვადასხვა ორგანოებს და შესაბამისად უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.

კვლევით დადგინდა რომ ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული (chemical-induced) ღვიძლის დაზიანების 5 შემთხვევიდან 1-ში გამომწვევი სწორედ მცენარეული და საკვები დანამატები გახლდათ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტებია მწვანე ჩაი, ვიტამინები და საკვები დანამატები.
Non-steroid supplements included green tea, mixtures labeled as "Chinese herbs," "Korean herbs," or "Ayurvedic medications," as well as vitamins and dietary supplements.

 https://www.medscape.com/viewarticle/869907?src=android&devicetype=android&osversion=9&appversion=6.0.1&&src=medscapeapp-android&ref=share 

FDA-ის მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით 776 დანამატი რომელიც შეისწავლეს 2007-2016 წლებში, ისინი შეიცავდნენ - Sildenafil, Sibutramine, Steroids და Fluoxetine.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთ ქვეყანაში დანამატები არ კონტროლდება ისე ხვდება გაყიდვაში. ასევე ცალკე საკითხია ის, რომ არ არსებობს მტკიცებულება მათი ეფექტურობისა.
A recent analysis of US Food and Drug Administration (FDA) warnings issued to manufacturers of 776 supplements from 2007 to 2016 found that they contained prescription drugs such as sildenafil, sibutramine, steroids, and fluoxetine.
  https://www.medscape.com/viewarticle/903925…

საკვები დანამატები, რეცეპტის გარეშე გასაცემი (OTC) მცენარეული მედიკამენტები და ვიტამინები - არაკონტროლირებადი და რისკის შემცველი.

დღეისათვის საზოგადოებაში ძალზედ პოპულარულია სხვადასხვა სახის საკვები დანამატები, მცენარეული მედიკამენტები და ვიტამინები, რომლებსაც მოსახლეობა სისტემატიურად მოიხმარს ხშირად რჩევით და/ან ექიმის დანიშნულებით.

სამწუხაროდ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ბაზარზე, გაყიდვაში ისე ხვდება, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან რეგულაციას არ საჭიროებს, ანუ არ ხდება მათი შემოწმება.
მაგალითად მედიცინის დონით ყველაზე მაღლა მდგომ ქვეყანაში, აშშ-ში ეს პროდუქცია არ მოწმდება FDA-ს მიერ, ის მხოლოდ გამოსცემს რეკომენდაციებსა და გაფრთხილებას დანამატებთან მიმართებაში - "Buyer Beware"

შედეგები საგანგაშოა: საკვები დანამატები, ვიტამინები და მცენარეული პროდუქცია ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს.

ასევე ძალზედ ხშირია ამ პროდუქციის არასწორი ეტიკეტირება (Mislabeling), რაც იმას ნიშნავს რომ ისინი შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს რაც ეტიკეტზე არ არის აღნიშნული.

არასწორი ეტიკეტირება დაფიქსირდა: ჰორმონალურ პროდუქციაში - 80%; ვიტამინები - 54%; მცენარეული მედიკამენტები - 48%.
ყველაზე ხშირად არასწორი ეტიკეტირება დადასტურდა: ბოდიბილდინგის პროდუქცია - 79%; წონის კლების პროდუქცია - 72%; ენერგეტიკები - 60%; ზოგადი ჯანმრთელობის/well- being პროდუქცია - 51%.

2000-2001 წლებში ჩატარებული გამოძიების შედეგად (ჩატარდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამედიცინო კომისიის მიერ) ლაბორატორიულად შესწავლილ იქნა საცალო გაყიდვაში არსებული 215 ბრენდის (მწარმოებელი კომპანიის), 634 საკვები დანამატი, 14 სხვადასხვა ქვეყანაში, რომელმაც დაადასტურა რომ ნახევარზე მეტი 57% შეიცავდა ისეთ ნივთიერებებს, რომელიც არ იყო აღნიშნული ეტიკეტზე (ჰორმონებს/ სტეროიდებს, პროჰორმონებს, სტიმულანტებს და სხვა სახის აკრძალულ ნივთიერებებს).

პროფესიონალ სპორტსმენებში სერიოზულია რისკი დოპინგ-კონტროლზე ჩავარდნისა, რადგან როგორც აღნიშნულია ამ პროდუქციის რეგულაცია/შემოწმება სამწუხაროდ არ ხდება, ისეთ ქვეყანაშიც კი როგორიც აშშ-ია.მრავალი ფაქტია დაფიქსირებული სპორტში როდესაც სპორტსმენი მოიხმარდა სხვადასხვა სახის საკვებ დანამატს და ის დოპინგზე ჩავარდა.შესაბამისად ისეთი ორგანიზაციები როგორებიცაა FIFA და UEFA გამოსცემენ სპორტსმენების განათლების დონის ასამაღლებელ ბუკლეტებს.არსებული სურათი სწორედ UEFA-ს მიერ გამოცემული ბუკლეტიდან არის მოყვანილი“ - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.