1767020726
სამარხვო ვარენიკები მჟავე კომბოსტოთი
საოცარი, სურნელოვანი სამარხვო ვარენიკები მზადდება იმ პროდუქტებისგან, რომელიც ზამთარში ყველას აქვს სახლში. ის ძალიან ნოყიერია და სუფრას გაამრავალფეროვნებს.
შემადგენლობა:
ფქვილი 3 ჭიქა
წყალი 250 მლ.
მარილი 0,5 ჩ/კ.
მცენარეული ზეთი 3 ს/კ.
კვერცხი 1 ც.
მჟავე კომბოსტო 500 გ.
ხახვი 3 ც,
მომზადება
მოზილეთ ცომი: ფქვილი, მარილი, კვერცხი და წყალი. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა მცენარეული ზეთი, რომ ცომი უფრო ელასტიკური იყოს.
მოშუშეთ ხახვი ზეთში. 6-7 წთ.
მჟავე კომბოსტო კარგად გაწურეთ, დაუმატეთ ხახვს და შუშეთ 25 წთ.
ცომის ბურთები გააბრტყელეთ მრგვლად, ჩადეთ შიგთავსი და მოუკარით პირი. მოხარშეთ ადუღებულ წყალში. შეგიძლიათ მიირთვათ არაჟანთან ან ნივრიან სოუსთან ერთად.











