კაცი რესტორანში გარდაცვლილი ნახეს

ლენტა

მარნეულში, ერთ-ერთ რესტორანში კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „Marneulinews-ი“ წერს. მათი ცნობით, 65 წლის კაცი გარდაცვლილი საკუთარ კვების ობიექტში ნახეს. 

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები ჩატარდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.