ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დასრულდა - რა არის ცნობილი მედიისთვის ამ დროსთვის
1766958497
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს.
„29 დეკემბერს, დღის ბოლოს ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი, რაც საფრთხეს შეუქმნის ნავიგაციას და სანაპირო ზოლს.• მთებში ქარბუქი და ძლიერი ქარი მნიშვნელოვნად გაართულებს ან შეწყვეტს გადაადგილებას.• დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა, ნალექთან ერთად - შესაძლოა გამოიწვიოს ინფრასტრუქტურის დაზიანება და ელექტროგადამცემი ხაზების შეფერხება.რჩევები მოსახლეობისთვის• თავი აარიდეთ ზღვაზე სეირნობას და დასავლეთის მთიან, ასევე მაღალმთიან გზებზე გადაადგილებას.• შეამოწმეთ სახლისა და აივნის უსაფრთხოება, განსაკუთრებით მსუბუქი ნივთები, რომ ქარმა არ წაიღოს.• დაიცავით სიმშვიდე და იყავით ინფორმირებული ოფიციალური წყაროებიდან.29 დეკემბერი დასავლეთ საქართველისთვის, საკმაოდ რთული მეტეო პირობების დღეა, ამიტომ:ეს გაფრთხილება არ არის შიშის გასაღვივებლად - იგი არის გაგებისთვის და წინასწარი მზადებისთვის.ჟურნალისტებო და ინტერნეტ წყაროებო, თქვენი სიტყვა ძალაა, გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია ისე, რომ ადამიანებმა უსაფრთხოების ზომები მიიღონ, და არა პანიკა.რეკომენდაციის გაცემის - მიზანია გონივრული სიფრთხილე, არა შიში.29 დეკემბერი მოითხოვს პასუხისმგებლობას, სიფრთხილეს და ერთმანეთის მხარდაჭერას.გაფრთხილება არის გზამკვლევი, არა განგაში.“ - წერს მეტეოროლოგი.