პრინცესებმა კეთრინმა და შარლოტამ საშობაო კონცერტზე დუეტი შეასრულეს

პრინცესებმა კეთრინმა და შარლოტამ საშობაო კონცერტზე დუეტი შეასრულეს

უელსის პრინცესამ კეთრინმა და მისმა ქალიშვილმა, შარლოტამ, საშობაო კონცერტზე საფორტეპიანო დუეტი შეასრულეს.

მათ შოტლანდიელი კომპოზიტორის, ერლანდ კუპერის ნაწარმოები Holm Sound დაუკრეს. ვიდეო გასულ კვირას უინძორის სასახლეში სპეციალურად ტელეარხ ITV1-ის საშობაო ტრანსლაციისთვის ჩაიწერა.

პროგრამის დაწყებამდე კენსინგტონის სასახლემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კეთრინი და იმ მომენტისთვის უცნობი მუსიკოსი ფორტეპიანოზე უკრავდნენ, წარწერით: „განსაკუთრებული დუეტი“. უელსის პრინცესა მხოლოდ მარცხენა ხელით უკრავდა, პრინცესა შარლოტა კი მხოლოდ მარჯვენათი.