1738491639
რომელია ზეთისხილია სასარგებლო - მწვანე თუ შავი
ზეთისხილი შეიძლება იყოს მწვანე და შავი ფერის, იმისდა მიხედვით, თუ როდის არის დაკრეფილი.მწვანე უმწიფარია და შავი მთლიანად დამწიფებულია.
მწვანე ზეთისხილს მეტი ნატრიუმი აქვს და მეტად მარილიანია, ვიდრე შავი ზეთისხილი. მწვანე ზეთისხილს ასევე აქვს მეტად მწარე გემო, ვიდრე შავ ზეთისხილს. მწვანე ზეთისხილი გადის დუღილის პროცესს. მწიფე, ანუ შავი ზეთისხილი დუღილის პროცესს არ გადის. ორივე მდიდარია საკვები ნივთიერებებით, მაგრამ თუ ზეთისხილის ყველაზე ჯანსაღ ვარიანტს ეძებთ, მწვანე ზეთისხილს აქვს მცირე უპირატესობა, რადგან მწვანე ზეთისხილი მეტ პოლიფენოლს შეიცავს. საკვები ნივთიერებების შემადგენლობის მიხედვით, შავსა და მწვანე ზეთისხილს შორის მცირე განსხვავებაა და საბოლოო ჯამში, ორივე მათგანი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
სუფრის კოვზი (16 გრ) ზეთისხილი (გაწურული) შეიცავს:
18 კკალ / 68 კჯ;
0.1 გრ ცილა;
1.8 გრ ცხიმი;
0.6 გრ ბოჭკო;
15 მგ კალიუმი;
10 მგ კალციუმი
ზეთისხილი მდიდარია მარილით, გამომდინარე იქიდან, რომ შენახულია მარილწყალში რომელიც შეიცავს დაახლოებით 0,6 გრ მარილს ხუთ ზეთისხილზე.