ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ - შსს

შსს

სამოქალაქო აქტივისტების სახლებში პოლიცია ჩხრეკას ატარებს. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში თავად წერენ. ჩხრეკას ერთ-ერთი მათგანის სახლში, ადვოკატიც ესწრება.

შსს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა.