როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ნოუთბუქი დაგივარდათ ან ყავა გადაგესხათ

ლენოვო

ნოუთბუქი ის „უნივერსალური მანქანაა“, რომელმაც ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად,  ნოუთბუქის შესაძლებლობები ამოუწურავია.

ნოუთბუქი დღეს ყველგან -  ოფისებში, სახლებში, სკოლებში, მაღაზიებში, ბანკებში და ა.შ. გვეხმარება ვიყოთ მაქსიმალურად პროდუქტიულები და ნებისმიერი საქმე სწრაფად განვახორციელოთ.  შესაბამისად, დღევანდელი ცხოვრება ამ მოწყობილობის გარეშე წარმოუდგენელია. შეიძლება ითქვას, რომ ნოუთბუქი ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მეგზურია, რომელთანაც დღის განმავლობაში დიდ დროს ვატარებთ.ამიტომ ყველას გვინდა, რომ ძვირადღირებულმა და პორტატულმა მოწყობილობამ დიდხანს, ხარისხიანად და გამართულად იმუშაოს. თუმცა, არის გაუთვალისწინებელი მომენტები, როდესაც ლეპტოპი ზიანდება, გვექმნება დისკომფორტი და  გვიწევს ზედმეტი დანახარჯების გაწევა.

წარმოვიდგინოთ სცენა, რომელიც შენელებული კადრივით მოძრაობს-  ვსხედვართ სამუშაო მაგიდასთან, წინ გვიდევს ნოუთბუქი და ვმუშაობთ მნიშვნელოვან პროექტზე, რომლის დასასრულებლად კიდევ რამდენიმე საათი უნდა ვიმუშაოთ. გამოსაფხიზლებლად კი ვიმზადებთ  ყავას ან ჩაის, რომელსაც ლეპტოპთან ახლოს ვიდგამთ. შემდეგ კი, ერთი სწრაფი მოძრაობით, შემთხვევით, ხელს ვკრავთ ფინჯანს, სითხე მოწყობილობაზე იღვრება და წამებში ყველაფერი „შავდება“.

ამ დროს, სხვადასხვა აზრი გვიტრიალებს თავში: „მოკვდა“ ლეპტოპი? რა ნაწილი დაუზიანდა? ექვემდებარება თუ არა შეკეთებას? რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ლეპტოპის შეკეთება? როგორ მოვიქცეთ? სად ვიპოვო კარგი ხელოსანი? რომელ ცენტრს მივაკითხო? -  ვფიქრობთ, გადარჩება თუ არა ჩვენი პროექტები, სურათები,  დოკუმენტები, ანგარიშები და სხვა მნიშვნელოვანი საბუთები. ლეპტოპის შემთხვევითი დაზიანებისგან გვექმნება დიდი უსიამოვნება და ქაოსი გონებაში.

თუმცა, ეს არ არის სამყაროს დასასრული. პანიკას არ აყვეთ, რადგან პირველადი დახმარება ლეპტოპს თავად უნდა გაუწიოთ. უპირველეს ყოვლისა, სასწრაფოდ გამორთეთ მოწყობილობა და შესაკეთებლად მიმართეთ ავტორიზირებულ სერვის ცენტრს. გახსოვდეთ, ასეთ დროს ლეპტოპი  არ უნდა ჩართოთ!

ლეპტოპის შემთხვევითი დაზიანებისგან გამოწვეული უსიამოვნებისა და ზედმეტი დანახარჯების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ახლად შეძენილი ტექნიკა დამატებითი გარანტიით „დააზღვიოთ“, ვინაიდან, სტანდარტული საგარანტიო მომსახურება მოწყობილობის ფიზიკურ დაზიანებაზე არ ვრცელდება.

როგორ „დავაზღვიოთ“ დამატებითი გარანტიით ლეპტოპი/პლანშეტი?

კომპანია Lenovo ექსკლუზიურად გვთავაზობს დამატებით გარანტიას, რაც გულისხმობს მოწყობილობის შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვას (ADP _Accidental Damage Protection). აღნიშნული სერვისის (ADP) შეძენა შესაძლებელია Lenovo-ს ნოუთბუქის, ან პლანშეტის შეძენისას კომპანიის ავტორიზებულ პარტნიორთან - „ალტა“.

გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომელსაც Lenovo-ს დამატებითი საგარანტიო სერვისი ითვალისწინებს:

  • მოწყობილობის ვარდნა (არა უმეტეს 5მ სიმაღლიდან)
  • ძაბვის ვარდნით გამოწვეული დაზიანება
  • LCD ეკრანის გაბზარვა
  • კლავიატურაზე ყავის ან სხვა რაიმე სითხის დასხა.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების შედეგად, დაზიანებული ნივთის შეკეთება ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ან საერთოდ არ ექვემდებარება შეკეთებას, რის გამოც გვიწევს ახალი ნივთის შეძენა.

Lenovo-ს შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის სერვისი კი მომხმარებელს  დაზიანებული ნივთის შეკეთებისთვის საჭირო დამატებითი ხარჯებისგან ან სულაც ახალი მოწყობილობის შეძენისგან ათავისუფლებს.

შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის სერვისი - ADP – Lenovo-ს მიერ ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, მაღალპროფესიონალი და გამოცდილი ტექნიკოსების მიერ სერტიფიცირებული ნაწილებით ხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ კი მოწყობილობა შეკეთებას არ ექვემდებარება, მომხმარებელი ახალ ნივთს მიიღებს.