1761399165
ქალმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით 100 000 დოლარი მოიგო
აშშ-ის მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა ქალმა ბედნიერი ლატარიის ბილეთი ხელოვნური ინტელექტის რჩევით შეიძინა, - წერს გამოცემა People.
45 წლის გამარჯვებულმა, თემი კარვიმ, აღნიშნა, რომ ლატარეებში მხოლოდ მაშინ მონაწილეობს, როცა ჯეკპოტი განსაკუთრებულად დიდ თანხას აღწევს. როცა ერთ-ერთ თამაშში მთავარი პრიზი მილიარდი დოლარი გამოცხადდა, მან გადაწყვიტა ბედი ეცადა.
ამისთვის ქალმა მიმართა ChatGPT-ს და ერთობლივად შეარჩიეს ბილეთი.ხელოვნური ინტელექტის რჩევის წყალობით, თემი კარვიმ მოიგო 100 ათასი დოლარი.











