რა ახალი დეტალები ვრცელდება სვანეთში მომხდარ ყაჩაღობაზე
1736158506
ახალი წლის სადღესასწაულო განწყობა გრძელდება. ასტროლოგები გვირჩევენ დადებითი ემოციები ისევ დავიმუხტოთ და რამდენიმე დღე მათ მიერ მოცემული რჩევებით ვიხელმძღვანელოთ.
ოთხ იანვარს - შეგიძლიათ სტუმრად ახლო ნათესავებიც მოიპატიჟოთ ან თავად გაემგზავროთ ბებია-ბაბუების მოსანახულებლად. შესაძლებელია, ამ დღეს საკუთარი ოჯახის წევრები ახლებურად აღიქვათ, სხვაგვარად გაშიფროთ მათი საქციელები და თქვენ მიერ დაშვებული შეცდომებიც გააანალიზოთ.
ხუთში - დრო ბავშვებს დაუთმეთ, გაერთეთ და ითამაშეთ მათთან. დაკავდით ერთობლივი სეირნობებით. თუკი მშობელი ჯერ არ ხართ, რომანტიკული პაემნის დასაგეგმად უკეთეს დროს ვერსად იპოვით. ეს დღე ბავშვებთან და რომანტიკასთან ასოცირდება.
ექვსში - კარგი იქნება საახალწლო "ღორმუცელობის" შედეგად გადატვირთულ სხეულს თუ განტვირთვის დღეს მოუწყობთ. სახლს დაალაგებთ, ძველ ნივთებს მოიცილებთ თავიდან და საჭირო დოკუმენტებს გადახედავთ.
შვიდში - მთელი დღე აჩუქეთ მეუღლეს ან საცოლეს/საქმროს. ისაუბრეთ მასთან ერთად სამომავლო გეგმებზე. გაიგეთ რა აწუხებს და რა უხარია თქვენს მეორე ნახევარს. თუკი მარტოხელა ხართ, დროა საბედოს საპოვნელად გაეშუროთ.
რვაში - შეგიძლიათ დღე ექსტრემალურ გართობას, აზარტულ თამაშებს ან სულაც სათხილამურო კურორტზე სტუმრობას დაუთმოთ. ეს კარგი დღეა ორსულობის დასაგეგმად, უძრავი ქონების საკითხებზე სასაუბროდ და ა.შ.
ცხრაში - შეგიძლიათ თვითგანვითარებით დაკავდეთ. მოიმარაგეთ საინტერესო წიგნები, ჩაუჯექით შემეცნებით გადაცემებს. ან სულაც იმოგზაურეთ.
ათში - სამომავლო მიზნები დაისახეთ. ჩამოაყალიბეთ კარიერული სტრატეგია. დაფიქრდით, რა არის თქვენი ყველაზე შორეული ოცნება. დაისახეთ მისკენ სავალი გზები.
ბედნიერ 2025 წელს გისურვებთ!