თბილისში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა - რა ხდება ადგილზე
1736281030
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ ტოკიოში გაემგზავრა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რეგიონში ბლინკენის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იაპონიასთან სამმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა.
იაპონიის შემდეგ ბლინკენი საფრანგეთში ჩავა, სადაც განიხილავს ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის გამოწვევებს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მცდელობების ფონზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის ინფორმაციით, მოგვიანებით ბლინკენი იტალიასაც ეწვევა, სადაც ევროპელ კოლეგებს შეხვდება. როგორც მეთიუ მილერი წერს, ლიდერები შეხვედრაზე სირიაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
After traveling to the Republic of Korea, Japan, and France, @SecBlinken will travel to Italy and the Holy See for meetings with European counterparts to advocate for a Syrian-led and Syrian-owned political transition.
— Matthew Miller (@StateDeptSpox) January 6, 2025