როგორ უნდა აიცილოთ თავიდან უთოს ხშირი გამოყენება - პრაქტიკული რჩევები

გამოვრთეთ თუ არა უთო

უთო დიასახლისების უმრავლესობას არ უყვარს. ჩვენ გეტყვით, რომ ეს სულაც არ არის საგანგაშო. შეგიძლიათ ნივთები ისე გარეცხოთ, რომ დაუთოება არ დასჭირდეთ. 
ტანსაცმლის რეცხვის დროს ყველაზე ხშირად იმ შეცდომას ვუშვებთ, რომ დოლურას ვავსებთ. ასე სარეცხის მანქანაზეც ვახდენთ ზედმეტ ზეწოლას და ტანსაცმელსაც ვაფუჭებთ. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტად დაკუჭული ტანსაცმელი, ეცადეთ სარეცხი მანქანაში სარეცხი თანდათან შეაწყოთ და თან დაახარისხოთ, ასე თქვენი ტანსაცმელი არ დაიკუჭება და ახალივით იქნება.
ასევე სასურველია, თუ ამის საშუალება არის, გამოიყენოთ რეცხვის დელიკატური რეჟიმი, ის ნივთებს პირვანდელი სახის შენარჩუნებაში ეხმარება.  
ეს არ ეხება, რა თქმა უნდა პირსახოცებსა და ლოგინის თეთრეულს, რომლის რეცხვაც მაღალ ტემპერატურაზეა რეკომენდებული.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნივთები სარეცხის მანქანიდან რეცხვის დასრულებისთანავე გამოიღოთ, მანქანაში დიდხანს გაჩერება აუცილებლად დაკუჭავს თქვენს სამოსს.  ვრცლად