ციკლონს ანტიციკლონი ჩაანაცვლებს, რაც ძირითადად მცირეღრუბლიან და მშრალ ამინდს განაპირობებს... - როდიდან გამოიდარებს საქართველოში

 ამინდი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„გაუარესებული ამინდის პირობები უახლოეს დღეებშიც არ მოგვცემს მოსვენებას.სანაპირო კურორტებზე ყველგან ძლიერი ნალექი შენარჩუნდება, იწვიმებს ასევე, დასავლეთის დაბლობზე და ზოგან აღმოსავლეთის ბარში, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს, მაღალმთიან ზონაში პირველი თოვლი მოვა.ქვეყნის დიდ ნაწილზე ციკლონური მორევი ფაქტობრივად გააგრძელებს უარყოფით გავლენას მომდევნო 3 დღის განმავლობაში, რამაც შესაძლოა განავითაროს სტიქიური პროცესები.საქართველოში 23 ოქტომბრიდან გამოიდარებს და ციკლონს ანტიციკლონი ჩაანაცვლებს, რაც ძირითადად მცირეღრუბლიან და მშრალ ამინდს განაპირობებს.“ - წერს ფარტენაძე.