ისტორიაში პირველად - ქართველი მსაჯები ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას მოემსახურებიან

ყრუაშვილი

ისტორიაში პირველად, ქართველ მსაჯთა ბრიგადა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩს განსჯის.

გიორგი ყრუაშვილი ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმისა"და ლისაბონის "სპორტინგის" მატჩის მთავარი არბიტრი, ხოლო მისი ასისტენტები ასევე ქართველები ლევან ვარამაშვილი და ზაზა ფიფია იქნებიან.

შეხვედრა 22 ოქტომბერs Wörthersee Stadion-ზე თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.