1736884505
როგორ მოვიშოროთ შეშუპება თვალების ქვეშ დღესასწაულების შემდეგ
დღესასწაულების შემდეგ, ბევრმა, სარკეში ჩახედვისას, განსაკუთრებით დილით, ადგომის შემდეგ,შეიძლება თვალების ქვეშ შეშუპება შეამჩნიოს, რაც ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვებას უკავშირდება.
თვალების ქვეშ შეშუპების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დაიცვათ მთელი რიგი წესები.
კერძოდ, მიირთვით ნაკლები მარილიანი საკვები, განსაკუთრებით საღამოს - მისი ჭარბი რაოდენობა იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას და თვალების ქვეშ შეშუპების გაჩენას.
ზომიერება უნდა იყოს დაცული ალკოჰოლის მიმართაც, რადგან ის აფართოებს სისხლძარღვებს, რაც იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავებას.
დალიე საკმარისი რაოდენობით სუფთა წყალი. როდესაც დეჰიდრატირებული ვართ, ჩვენი სხეული ცდილობს ადაპტირებას წყლის შეკავებით. ამიტომ, ორგანიზმში ჭარბი სითხის რაოდენობის შესამცირებლად, დალიეთ ბევრი წყალი. შეეცადეთ დალიოთ მინიმუმ 8-10 ჭიქა წყალი მთელი დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ძილის წინ ბევრი წყლის დალევა იწვევს დილით შეშუპების განვითარებას, ამიტომ მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება.
გარდა ამისა, უმოძრაო ცხოვრების წესი ასევე იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას. ამიტომ, დილით უნდა შეეცადოთ ვარჯიშების გაკეთებას. სუფთა ჰაერზე სიარული ასევე კარგი ალტერნატივაა.
გრილი კომპრესები სწრაფ შედეგს იძლევა. დაასველეთ პირსახოცი ცივი წყლით და შედეთ მაცივარში 15 წუთით, შემდეგ დაიდეთ თვალების ირგვლივ მიდამოში. თუ თქვენ გაქვთ თვალის პატჩები, შეინახეთ ისინი მაცივარში, ეს კარგ შედეგს მოგცემთ თვალების ქვეშ შეშუპების წინააღმდეგ ბრძოლაში... ვრცლად