ხვიჩა კვარაცხელია პოსტს აქვეყნებს
1793042081
ხალხურ გამოცემებში უამრავი მინიშნებაა ისეთი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ქცევას რომ ეხება, არადა, საკმაოდ სერიოზული უსიამოვნება შეიძლება გამოიწვიოს.
ეზოტერიკოსი განმარტავს, რა შეიძლება მოჰყვეს ფულის, სამკაულის, მჭრელი ხელსაწყოს, პურის, ხახვისა თუ თილისმა-ამულეტის ხელიდან ხელში გადაცემას და რაზე უნდა გაამახვილოთ ამ დროს ყურადღება, რომ მოსალოდნელი უსიამოვნება თავიდან აიცილოთ.
ჩვენი წინაპრები მიიჩნევდნენ, რომ მჭრელი საგნების ხელიდან ხელში მიწოდება არ შეიძლება, რადგან სერიოზული უსიამოვნება მოჰყვება. ასეთ საგანთა ჩამონათვალში კი, არის მაკრატელიც, რა თქმა უნდა, დანა-ჩანგალი და ნამგალიც კი. მინიშნება გვეუბნება, რომ ნამგლის გადაცემით, ქალი თავის მეორე ნახევარ მოიკვეთს. სწორედ ამ ცრურწმენას უკავშირდება წესი, რომლის მიხედვითაც მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს მკაცრად ეკრძალებათ იარაღის ხელში აღება. აღსანიშნავია, რომ ხალხური გადმოცემები კრძალავდა ნამგალზე გადაბიჯებას და ასევე, ცდილობდნენ, ერთი ნამგლით მეორეზე არ დაეკაკუნებინათ, რადგან ამას შეიძლება ჭორები გამოეწვია. ზემოხსენებულ სიაში შედის ასევე, პური და ხახვიც. უძველესი დროიდან თითქმის ყველგან პურს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ. არსებობს ვერსია, რომ ოქროსფერ თავთავში მომწიფებული თესლი თავად სიცოცხლეა. ამიტომაც სჯეროდათ ჩვენს წინაპრებს, რომ პურის ცხობისას, ახალი პურის სურნელი გარდაცვლილთა სულებს იზიდავდა. შესაბამისად, სწამდათ, რომ სწორედ ამ უმთავრესი პროდუქტით შეიძლებოდა ადამიანისთვის ზიანის მიყენება ჯადოს სახით. კიდევ არის მინიშნებები, რომ არ შეიძლება პურის ზღურბლზე გადაწოდება და მზის ჩასვლის შემდეგ - მისი სახლში წაღებაც კი. რაც შეეხება ხახვს, უძველესი დროიდან არსებობდა მინიშნება, რომელიც ხახვის ხელიდან ხელში გადაცემას კრძალავდა, რადგან ის ხომ ცრემლდენას იწვევს. აქედან გამომდინარეა სწორედ, რომ ხალხური გადმოცემები ხახვის სხვისთვის მიწოდებას უბედურების გადაცემად მიიჩნევს, რომელსაც ცრემლი მოჰყვება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შინაურ გარემოში ახლობელი სადილის კეთებისას მიხმარებას გთხოვთ და გასარჩევად ხელში რამდენიმე ხახვის თავს შემოგაჩეჩებთ, არ გამოართვათ. უხერხული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, სთხოვეთ, ხახვი მაგიდაზე დადოს და მხოლოდ ამის შემდეგ აიღეთ ის ხელში გასარჩევად თუ დასაჭრელად... დაბოლოს, სხვისი თილისმა და ამულეტი - დამცავი საშუალებები, რომელთაც ხელი არ უნდა ახლოთ. მაგრამ, თუ მოულოდნელად, იძულებული გახდით, თილისმა-ამულეტი პატრონს გადასცეთ, უბრალოდ, ეს მაგიური ნივთი შარფში ან ხელსახოცში გადაახვიეთ და ისე მიაწოდეთ მას ხელში.
- რაც შეეხება მაცივრისა და საკეტის დაზიანებას, რის მანიშნებელია ეს ოჯახისთვის?
- მაცივრის გაფუჭებისას ყურადღება მიაქციეთ ოჯახში ხანდაზმული წევრების ჯანმრთელობას. სიცივე სიბერის სიმბოლოა. საყინულესა თუ ცივ სარდაფში ინახავდნენ მარაგს, რომელზეც ოჯახის გადარჩენა და უზრუნველყოფა იყო დამოკიდებული. მაცივრის გაფუჭება ნიშანია იმისა, რომ თქვენი ქონების უსაფრთხოებას რაღაც ემუქრება, დაცული აღარ ხართ. ამიტომ უკეთ აკონტროლეთ ემოციები - ძალიან სულსწრაფი ხართ და გაუაზრებელად მოქმედებთ. უსაფრთხოების პრობლემებზე მიგითითებთ საკეტის დაზიანებაც. ეს ნიშნავს, რომ უნდა შეამოწმოთ ყველა საკეტი, სიგნალიზაცია და ქსელში არსებული პაროლი. ვიღაც თქვენს ცხოვრებაში „შემოძრომასა” და ზიანის მოყენებას ცდილობს. მათ ასევე, შეუძლიათ თვალყური გადევნონ, ფარულად შეაგროვონ თქვენზე ინფორმაცია და ცილი დაგწამონ. თქვენ უნდა გაუმკლავდეთ ამ პრობლემებს. წყარო