რატომ უნდა გეწყოთ საძინებელ ოთახში ლითონის ნივთები

საძინებელი

ოჯახის სიმყუდროვისთვის საჭიროა, ერკვეოდეთ, სად არის თქვენს სახლში აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი მხარე. ასევე, უნდა იცოდეთ, თითოეული კუთხე რომელ ზონას შეესაბამება, საიდან შემოედინება დადებითი ენერგია, გაედინება უარყოფითი და ასე შემდეგ.

სამხრეთ-დასავლეთი სიყვარულის ზონაა, სამხრეთ-აღმოსავლეთი – სიმდიდრის, ჩრდილოეთი – კარიერის. თუ სიყვარულის ზონის გააქტიურება გინდათ, ამ კუთხეში უნდა დააწყოთ მინის სტატუეტები ან ლოტოსის დეკორატიული ყვავილები. ამით, გარანტირებული გექნებათ მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობა. ის, ასევე, კარგია საქმიანი ადამიანებისთვის, კარიერული წარმატებების მიღწევის თვალსაზრისით.

სიმდიდრის ენერგიის მოსაზიდად გამოგადგებათ ჩინური მონეტები, რომლებიც მინის ჭურჭელში უნდა ჩაყაროთ და დადგათ შემოსასვლელში. ასევე, კარგია ამავე ადგილას ზარების დაკიდება, რადგან მისი ხმა ნეგატიურ ენერგიას აფრთხობს. ამით სახლის აურაც იწმინდება.

ქოთანში ჩარგული ბარაქის ხე სიმდიდრის სიმბოლოა და აუცილებლად სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ანუ სიმდიდრის ზონაში უნდა დადგათ. სახლის აღმოსავლეთი მხარე ოჯახის სიძლიერის ზონად მიიჩნევა, დასავლეთი კი, შემოქმედებითი ადამიანებისთვისაც ნაყოფიერი ზონაა. ამიტომ, სამუშაო მაგიდა სწორედ ამ ადგილას უნდა დადგათ. სრულად