გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1749323217
ძნელია მეორე იმგვარად უნიკალური პროდუქტის დასახელება, როგორიც თაფლია. უამრავი დადებითი თვისება და სასარგებლოობა გააჩნია. იცოდით, რატომ იღებენ თაფლს ხის კოვზით? ან რას შეიცავს ფუტკრის რძე? ან რას ფიქრობდა აინშტაინი ფუტკარზე...?
ალბერტ აინშტაინმა თქვა, რომ თუ ფუტკარი გაქრება დედამიწის ზურგიდან, ადამიანს ოთხი წელიც არ დასჭირდება გასაქრობად.
იცოდით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ მონეტაზე ფუტკრის სიმბოლო იყო გამოსახული?
იცოდით, რომ თაფლი შეიცავს ცოცხალ ფერმენტებს? იცოდით, რომ ეს ფერმენტები ნადგურდება ლითონის კოვზთან კონტაქტით? თაფლი უმჯობესია მიირთვათ ხის კოვზით, თუ ვერ იპოვეთ, გამოიყენეთ პლასტმასის!
იცოდით, რომ თაფლი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ეხმარება ტვინს უკეთ მუშაობაში?
იცოდით, რომ თაფლი ერთ-ერთი იშვიათი საკვებია დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება?
იცოდით, რომ აფრიკაში ფუტკრებმა ადამიანები შიმშილისგან იხსნა?
საკმარისია თუ არა ერთი კოვზი თაფლი ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად 24 საათის განმავლობაში?
იცოდით, რომ ფუტკრის მიერ წარმოებული პროპოლისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია?
იცოდით, რომ თაფლს ვარგისიანობის ვადა არ აქვს?
იცოდით, რომ მსოფლიოს დიდი იმპერატორის ცხედრები ოქროს კუბოში იყო დაკრძალული და შემდეგ თაფლით დაფარეს, რათა არ გაფუჭებულიყო?
იცოდით, რომ ტერმინი „თაფლის ღამე“ მომდინარეობს იქიდან, რომ ახალდაქორწინებულები ქორწილის შემდეგ თაფლს მიირთმევდნენ ნაყოფიერების მიზნით?
იცოდით, რომ ფუტკრის რძე რთული ბიოლოგიური პროდუქტია. ის შეიცავს ცოცხალი ორგანიზმის მშენებლობისათვის საჭირო ყველა ძირითად ნივთიერებას: ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, აგრეთვე ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, ჰორმონებს და ფერმენტებს. მასში აღმოჩენილია 22 ამინომჟავა (არგინინი, გლიცინი, ცისტეინი, ჰისტიდინი, ლიზინი, ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, თრეონინი, სერინი, მეთიონინი, გლუტამინის მჟავა, ტრიფტოფანი და სხვა.).
იცოდით, რომ ფუტკრის რძე წარმატებით გამოიყენება 54 დაავადების მკურნალობისას?
იცოდით, რომ ეკოლოგების თქმით, 60-დან 90 პროცენტამდე საკვებს, მწერების საშუალებით, დამტვერვით (ენტომოფილია) და პირველ ყოვლისა, ფუტკრების დახმარებით ვიღებთ. პროდუქტებს შორის, რომლებსაც მათი დახმარების გარეშე ვერ მივიღებთ: ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და კაკალი.
გმადლობთ, ფუტკრებო.
***
ნათელმხილველი ვანგა მიიჩნევდა, რომ თაფლი არა მხოლოდ გემრიელი და ჯანსაღი პროდუქტია, არამედ ძლიერი მაგნიტი წარმატებისა და კეთილდღეობისთვის. მისი აზრით, თაფლს შეუძლია დადებითი ენერგიების მოზიდვა და კეთილდღეობის ატმოსფეროს შექმნა. ამიტომ შეგიძლიათ დროდადრო თვალსაჩინო ადგილას დატოვოთ ცოტა თაფლი, რათა შეინარჩუნოთ ენერგიის ნაკადი.
ასევე დაგაინტერესებთ:
ოსპის წვნიანი ვირუსებს უთქვენოდ გაუსწორდება - მკურნალი ოსპის საოცარი თვისებები
თოხლო კვერცხიც არაფრით არ შეიძლება... - ინფექციონისტის რჩევები