ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
1749409244
საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) არის დაწყებული.
"გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", - აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.
ცნობისთვის, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი აცხადებს, რომ მის მოწამვლას ცდილობდნენ. "პერსონიფიცირებას თავს მოვარიდებ. ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომელნიც ჩემთან ერთად ლუკმას იტეხდნენ, ჭამდენ და სვამდნენ, ძმად და მეგობრად მიმაჩნდა, მე ვარ ამ ეპარქიის მსაჯული და არა მარტო მღვდელმთავარი ღვთივდადგენილი, მოციქულთა მემკვიდრეობის მადლით. დღეს წაკითხულ სახარებაში ნათქვამია, ნიკოდიმოსი ამბობს, განა ჩვენი რჯული დასჯისო ადამიანს ისე, თუ არ მოუსმენსო? სწორედ ეს ადამიანი დაბარებულ იქნა, წაეყენა ბრალი, იქნა მოსმენილი ეს ყოველივე და მე, როგორც ეპარქიის მწყემსმა და მსაჯულმა, გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ. ეს კაცი არის მაღალჩინოსანი, კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან", - განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი).