„მერაბმა ტრამპს უთხრა...“ - რას წერს გიორგი გაბუნია?

გიორგი

ნიუ-ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.

ბრძოლას აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი მასთან მივიდა, მილოცვა მიიღო, ფოტოც გადაიღო და მცირე დიალოგიც შედგა. ბევრს აინტერესებს თუ რაზე ისაუბრა მერაბმა და დონალდ ტრამპმა.

სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია აღნიშნულ თემას ეხმაურება და სახალისო პოსტს წერს: „ო’მალი ჯერ გალახა, მერე ათრია, ბოლოს გაგუდა და ტრამპს უთხრა გამატანეთ ეს საქართველოში აქ თუ არ გჭირდებათ, ვანში ბავშვები გაერთობიანო. გილოცავთ!! კიდევ ერთ საოცარ გამარჯვებას“, - წერს გიორგი გაბუნია.