პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სიზმარი ჩვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და თანაც, ისეთი სიმბოლური დატვირთვით, რომ შეიძლება, შეეხოს არა მარტო ერთი ადამიანის ცხოვრებასა და ბედს, არამედ მთელი რიგი სახელმწიფოების ყოფნა-არყოფნის საკითხსაც კი.
მართალია, ყველა სიზმარი ინდივიდუალური და სხვადასხვანაირია, თუმცა, არსებობს სიუჟეტები, ნებისმიერ ადამიანს ერთხელ მაინც რომ უნახავს. ამ ინტერვიუში ყველაზე გავრცელებული სიზმრების ახსნას გაგაცნობთ, რომელთა შესახებაც ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანანა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
– არსებობს წინასწარმეტყველური სიზმრები, მაგალითად, როგორიცაა, ვთქვათ: სტუდენტს დაესიზმრა ტესტირების პასუხი და გამოცდაზე მართლაც სწორი აღმოჩნდა ყველაფერი. ანუ, წინასწარმეტყველება ახდა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ სიზმარში ნანახი ყოველთვის აცხადდება. ეს უმთავრესად დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაგესიზმრათ.
მაგალითად, მთვარის კალენდრის მიხედვით: ნანახი არ ახდება მთვარის მილევისას, მაგრამ, უმეტესწილად, ძალიან მალე აგიცხადდებათ – მის მზარდ ფაზაში; სავსემთვარეობისას სიზმარი მოსალოდნელ ემოციურ მოვლენებს წინასწარმეტყველებს, ხოლო ახალი მთვარე შორეულ პერსპექტივაში მოსახდენ მოვლენებს ხსნის. ასევე, დაუკვირდით თვის რომელ რიცხვში ნახეთ – სიზმარი შეიძლება ახდეს ნებისმიერ დღეს, გარდა 2, 14, 16, 25, 27 რიცხვებისა.
ყველაზე უტყუარი 30-ის ღამეა, ხოლო 31-ში მხოლოდ სასიყვარულო ამბებს უწერია ახდენა.
კვირის დღეების მიხედვით კი, სიზმრის ახდენის შესაძლებლობა შემდეგნაირია: ორშაბათი – ახდება, ოღონდ რამდენიმე თვის და შეიძლება, წლის შემდეგაც კი; სამშაბათი – თითქმის აუხდენელია, მაგრამ ნანახი თუ ძალიან მკაფიო და რეალისტურია, 10 დღეში აგიცხადდებათ; ოთხშაბათი – ამ ღამეს ყველაზე ხშირია უტყუარი, ნათელი და გასაგები წინასწარმეტყველება, რომელიც ძალიან მალე სრულდება; ხუთშაბათი – ასეთ დროს სიზმარი იშვიათად რომ ახდეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნანახი ძლიერ ემოციებს იწვევს, მაშინ 3 დღეში ელოდეთ მის ასრულებას; პარასკევი – ყველაზე ხშირია ახდენის შანსი 7-10 დღის განმავლობაში, ოღონდ თუ კოშმარი ნახეთ, სასწრაფოდ ვინმეს მოუყევით, რომ მისი რეალიზების შესაძლებლობა გამოირიცხოს; შაბათი – პრაქტიკულად, ცარიელი სიზმარია; კვირა – შედარებით რეალისტური და მკაფიო სიზმარი შეიძლება ახდეს იმავე ან მომდევნო დღეს და თუ ასე არ მოხდა, საერთოდ დაივიწყეთ და ნუღარ გაიხსენებთ.
ასევე დაგაინტერესებთ: შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი