რომელი სიზმარია ცუდის მომასწავებელი და რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ნათესავები

სიზმარი

თუ ოდესმე ახლობელი ადამიანი დაგიკარგავთ, გეცოდინებათ, რომ მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვეთ, სანამ ერთხელაც არ დადგება გარკვეული შემსუბუქების მომენტი. და, როცა ასეთი ადამიანის გარდაცვალებას განვიცდით, იგი ხშირად გველანდება ყველგან, ან ჩვენთან ძილში მოდის.

უმეტესობა ფიქრობს, რომ დასიზმრებით ახლობელი გარდაცვლილთა სამყაროში იწვევს. ეს ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ ყოველთვის არა.

ამ შემთხვევაში, სხვადასხვა დეტალი უნდა გაითვალისწინოთ და თითოეულ შემთხვევაში გაერკვეთ. არსებობს რამდენიმე ყველაზე გავრცელებული ვარიანტი.

თუ სიზმარში გარდაცვლილი ახლობელი ნახეთ, ეცადეთ სიზმრის დეტალები გაიხსენოთ რას აკეთებდა გარდაცვლილი ადამიანი და თქვენ რას აკეთებდით? შესაძლოა, რაღაც საგანი ან წვრილმანი გაიხსენოთ.

შესაძლოა, გარდაცვლილ ნათესავს სურს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაგაფრთხილოთ. მას თქვენთვის მხოლოდ საუკეთესო სურს და თქვენი საფრთხისგან დაცვა სურს. იმის გასაგებად, თუ კონკრეტულად რაზე გაფრთხილებთ ახლობელი, სიზმრის დეტალები უნდა გაიხსენოთ. მაგალითად, თუ გარდაცვლილთან ერთად მანქანას მართავდით, ეს ნიშნავს, რომ გზებზე მოძრაობის დროს ფრთხილად უნდა იყოთ.

ზოგიერთ შემთხვევაში, გარდაცვლილ ნათესავს შეუძლია მინიშნების საშუალებით გიკარნახოთ სწორი გამოსავალი სიტუაციიდან, რომელიც ძალიან გაწუხებთ. ამრიგად, ადამიანი ცდილობს დაგეხმაროთ და სწორ გზაზე დაგაყენოთ.

როცა გარდაცვლილი ადამიანი სიზმარში რაღაცას გეკითხებათ...


ასეთ სიზმრებს ხშირად გარდაცვლილის უახლოესი ნათესავები ხედავენ. თუ გარდაცვლილი სიზმარში რამის მიტანას გთხოვთ, სასაფლაოზე უნდა წახვიდეთ და მოუტანოთ. ზოგჯერ გარდაცვლილი თავის პირად ნივთებს ითხოვს, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რამე სურს, რაც არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში, სასურველია, სასაფლაოზე მიხვიდეთ და ყვავილები მიიტანოთ.

თუ მღვრიე წყალში დგახართ, ეს ძალიან ცუდია და გაფრთხილებთ თქვენი მოსალოდნელი ავადმყოფობის შესახებ. თუ სიზმარში ხორცს ჭამთ, ესეც ძალიან ცუდია. მაგრამ, თუ თოვლში დგახართ ან კამკამა მდინარეში ბანაობთ, ეს ძალიან კარგია თქვენი მომავლისთვის. სიზმარში თოვლი ახალი, სასიამოვნო ამბის მომასწავებელია, კამკამა წყალი კი სიახლეა პირად ცხოვრებაში. ხშირად ადამიანები მომავალ საბედოსაც კი ხედავენ სიზმრად და, გარკვეული პერიოდის შემდეგ, რეალურ ცხოვრებაში, მას მართლაც ხვდებიან, მაგრამ, ამ მხრივ კონკრეტული დღეებია, როცა მსგავს სიზმარს უნდა მიაქციოთ ყურადღება.

ასეთი დღეებია: თებერვლის ბოლო კვირა, მაისის მეორე ნახევარი, დეკემბრის შუა რიცხვები და იანვრის მთელი თვე – აი, სწორედ ეს დღეებია სიზმრის თვალსაზრისით გასათვალისწინებელი, რადგან, მართლაც დიდი შანსია, ნახოთ მომავალი მეუღლე თუ პარტნიორი. ასევე, თუ სიზმარში საკუთარ თავს შიშველს ნახავთ, ესეც ცუდის მაუწყებელია – ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან, არ არის გამორიცხული, ღალატის მსხვერპლი გახდეთ ან სასიყვარულო პარტნიორს სკანდალით დაშორდეთ. ასევე, ცუდია, როცა გარდაცვლილ ადამიანს ხედავთ და ის ძალიან კარგად გამოიყურება. ამ შემთხვევაში ამბობენ, ის იმქვეყნად ამქვეყნიდან ელოდება ახლობელსო. ხოლო, თუ გარდაცვლილი  ცუდად გამოიყურება სიზმარში, სანერვიულო არაფერია – უბრალოდ, ყური უგდეთ, რას გეუბნებათ ის და რაზე მიგანიშნებთ. შესაძლოა, სიზმარში ნანახმა პიროვნებამ პირდაპირ არ მიგანიშნოთ რამეზე, მაგრამ, იმის უნარი უნდა გქონდეთ, რომ, გაღვიძებულმა თავად გააანალიზოთ, რა იგულისხმებოდა  მისი სიტყვების მიღმა. სხვათა შორის, ძველად თითქმის ყველამ იცოდა სიზმრის ახსნა და დღისით ყოველთვის ითვალისწინებდნენ იმას, რასაც ღამით ნახავდნენ. ასევე, ასაკში შესული ადამიანებისგან ხშირად მსმენია ზმანების შესახებ, რომელმაც მათი სიცოცხლე იხსნა. 

სტატია მომზადებულია სხვადასხვა ინტერნეტგამოცენებზე დაყრდნობით