ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ასტროლოგი ანი ანთაძე სტუმრად „შუადღეში" იმყოფებოდა, სადაც დეტალურად განმარტა, თუ რა რიტუალი უნდა შესრულდეს 9 ოქტომბერს, სავსემთვარეობას:
"ყველაფერს აქვს თავისი ენერგია. ეს განსაკუთრებით ჩანს წყალში. იმისთვის, რომ წყალი ნულ გრადუსზე დავიყვანოთ, უნდა გავყინოთ, შემდეგ გამოვიღოთ და აწმყო დროში ვუთხრათ ჩვენი მიზნები, სურვილები, ასევე, რა დამატებითი რესურსები გვჭირდება ამ სურვილებისთვის. კვირას, ღამე უნდა გავიტანოთ სავსე მთვარეზე, რომ დაიმუხტოს ვერძის ენერგიებით. მეორე დილით კი ეს წყალი ერთიანად დალიეთ და შეიგრძენით, რომ ეს თქვენი სურვილები უკვე ასრულებულია. ეს მართლა მუშაობს, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. ამას მეცნიერები და ეზოთერიკოსებიც ამტკიცებენ. რა ენერგიასაც გავცემთ, ის აუცილებლად დაგვიბრუნდება", - ამბობს ანი ანთაძე.