6 რამ, რაც შვილს მხოლოდ მამისგან გადაეცემა და ამის შესახებ, შესაძლოა, არ იცოდით
1711373640
მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
როგორც მელიტა ფურცელაძე ამბობს, იგი ყოველ დღე ლევანის სიზმარში მისვლას ელოდება.
„ყოველ დღე ვეხვეწები ლევანის იქნებ სიზმარში მაინც მეჩვენო მეთქი. ვერ ვნახულობ... გამთენიას ჩამეძინა ცოტა ხნით და შენ გნახე ლაშიკო. ლევანიკოს საფლავის ქვაზე ჩამომჯდარი მომღიმარი სახით რაღაცას მეუბნებოდი...წუხელ სოფომ მითხრა - დარდი არ მექნება ერთად იქნებიანო, არც მე მექნება დარდი შვილო, ნეტავ უკვე შეხვდით ერთმანეთს თუ ჩამომჯდარი ელოდებოდი ლევანიკოს... ვეღარაფერს გეტყვი...აღარ შემიძლია“,- წერს მელიტა ფურცელაძე.
მელიტა ფურცელაძე თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და სიზმარში ნახა.