1734811100
რამ შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი დილით და როდის უნდა მიმართოთ ექიმს
ყელის ტკივილით გაღვიძების მრავალი გამომწვევი მიზეზი არსებობს.თუმცა, დილით ყელის გაღიზიანების მიზეზების უმეტესობა შეიძლება მოგვარდეს მარტივად.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილით გაღვიძება
ყელის ტკივილით გაღვიძება ზოგჯერ იმის მანიშნებელია, რომ გაციებული ხართ ან გაქვთ ყელის სტრეპტოკოკი. მაგრამ თუ სხვა სიმპტომებს არ განიცდით, სავარაუდოა, რომ ძილის დროს რამემ გაგიღიზიანოთ ყელი.
დილის ყელის ტკივილის მიზეზები:
მშრალი ჰაერი;
პირით სუნთქვა - პირით სუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სიმპტომების ფართო სპექტრი, მათ შორის ყელის ტკივილი;
მჟავა რეფლუქსი;
ალერგია;
ხვრინვა ან ძილის აპნოე;
მოწევა - ხელს უშლის ყელის ტენიანობის შენარჩუნებას;
დეჰიდრატაცია - როდესაც ორგანიზმი დეჰიდრატირებულია, ნაკლებ ნერწყვს გამოიმუშავებს;
ჰაერის დაბინძურება;
სიმპტომების შემსუბუქებისათვის
შეინარჩუნეთ დღის განმავლობაში ჰიდრატაცია;
მოიწესრიგეთ სასუნთქი გზების პრობლემები;
უმკურნალეთ ალერგიას;
მიმართეთ ექიმს, თუ:
გაქვთ ყელის ტკივილი, რომელიც არ ასოცირდება ვირუსთან და რომელიც გრძელდება მთელი დღე.
დილის ყელის ტკივილი, რომელიც ქრება საკვების ან სასმლის შემდეგ, იშვიათად არის რაიმე სერიოზულის ნიშანი.