რა ზიანი მოაქვს სოდის მიღებას გულძმარვის დროს - ეს უნდა იცოდეთ

გულძმარვა

გულძმარვის მკურნალობა სოდით სახიფათოა, ამბობს გასტროენტეროლოგი ევგენი ბელუსოვი. 

ექიმმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ საყლაპავის სფინქტერი სუსტდება. ეს შეიძლება მოხდეს ზედმეტი ჭამის, ცხიმოვანი, ცხარე, მჟავე ან შებოლილი საკვების ხშირი გამოყენების გამო, ასევე ალკოჰოლის, ყავის, მოწევის, გარკვეული მედიკამენტების მიღების, სტრესისა და ჭარბი წონის გამო. ამ შემთხვევაში კუჭის მჟავა შეიძლება ისევ საყლაპავში მოხვდეს - სწორედ ეს იწვევს გულძმარვას.

გულძმარვის დროს ექიმი მჟავას გასანეიტრალებლად რამდენიმე ყლუპი დაბალტუტე მინერალური წყლის დალევას გვირჩევს. ექიმის თქმით, ასევე კარგია გვირილის ჩაი.

რაც შეეხება საკვები სოდის მიღებას ამ დროს - სოდა სწრაფად ანეიტრალებს მჟავას, ცოტა ხნით ხსნის უსიამოვნო სიმპტომს, თუმცა იწვევს ნახშირორჟანგის გამოყოფას, რაც თავის მხრივ საბოლოოდ, აუარესებს მდგომარეობას.

თავისთავად გულძმარვა საშიში არ არის, მაგრამ ხშირად განმეორებადი შეტევები შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის დაავადებების სიმპტომი, ამბობს ექიმი.