პროდუქტები, რომლებიც მაცივრის გარეშე ვერ ძლებენ

მაცივარი

 გარეთ ნელ-ნელა თბება,  დათბობასთან ერთად აუცილებელია ვიზრუნოთ  პროდუქტების სწორად შენახვაზე, რაც პირდაპირ კავშირმა ჩვენს ჯანმრთელობასთან. არსებობს პროდუქტები, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მაცივარში შენახვას და ამის შესახებ ვიცით, თუმცა ზოგიერთი პროდუქტი, რომლისთვის ადგილიც, როგორც წესი, სამზარეულოს კარადებში გვაქვს ხოლმე გამოყოფილი, მაცივრის გარეშე გვრჩება. ასე აღნიშნული პროდუქტი ერთის მხრივ უფრო დიდხანს ინახება, მეორეს მხრივ კი სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს. მოდით ვნახოთ, რომელ პროდუქტებზეა საუბარი.

თხილი და თხილის კარაქი

თუ თხილის და თხილის კარაქის ჭამას მომდევნო ორი დღის განმავლობაში არ აპირებთ და რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავთ მის შენახვას.   
 
უმჯობესია ადგილი მაცივარში მიუჩინოთ. თხილეულის შენახვა ოთახის ტემპერატურაზე ოთხ თვემდეა შესაძლებელი, მაცივარში ერთ წლამდე, საყინულეში კიდევ უფრო დიდხანს, რადგან ცოტა წყალს შეიცავს და კარგად იტანს გაყინვას.

ჩირეული

ჩირი, ისევე როგორც თხილი, შეიცავს მცირე რაოდენობით წყალს და ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე თვის განმავლობაში თავისუფლად ინახება, თუმცა, თუ მათ შენახვას დიდი ხნით გეგმავთ შეინახეთ მაცივარში. ასე ვიზუალსაც შეუნარჩუნებთ და გემოვნურ თვისებებსაც.

 

შოკოლადის სიროფი

შოკოლადის სიროფი გრილ, ბნელ ადგილას შეიძლება ორი-სამი წლის განმავლობაში ინახებოდეს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დალუქულია, თუმცბა ევრი ადამიანი გახსნის შემდეგ მას კარადაში ინახავს. თუ შოკოლადის სიროფს რამდენიმე დღეში არ მიირთმევთ გირჩევთ გახსნის შემდეგ მაცივარში მოათავსოთ, ასე ის ექვს თვემდე უსაფრთხოდ შეინახება. წინააღმდეგ შემთხვევაში,თქვენი შოკოლადის სიროფი შესაძლოა დაობდეს ან ამჟავდეს.

 

სოიოს სოუსი

სანელებლების უმეტესობის მსგავსად, სოიოს სოუსი მაცივრის გარეშე არ ფუჭდება ნატრიუმის მაღალი შემცველობის გამო. თუმცა, კარადაში შენახული გახსნილი სოიოს სოუსი კარგავს გემოვნურ თვისებებს. თუ მთლიანი ბოთლის გამოყენებას ერთი ან ორი თვის განმავლობაში არ გეგმავთ უმჯობესია ის მაცივარში შეინახოთ... ვრცლად