პროდუქტები, რომელთა მირთმევა უზმოზე არ შეიძლება

პროდუქტები

გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რას უნდა მოერიდოთ დილით საუზმობისას:

1.ციტრუსი

ფორთოხალი და გრეიპფრუტი აღიზიანებს ცარიელ კუჭს, ამიტომ უზმოზე ჭიქა წვენის ან ხილის ნაჭრის მირთმევა ცუდი იდეაა. ამასთან, ის C ვიტამინით მდიდარია, რაც შესანიშნავი დესერტი იქნება სადილის ან ვახშმის შემდეგ.

2.ბანანი

უზმოზე მირთმეულ ამ უწყინარ ხილს შეუძლია უარყოფითად აისახოს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. დიდი შემცველობით კალციუმისა და მაგნიუმის გამო ასევე არღვევს კალციუმ-მაგნიუმის ბალანსს და ზრდის გულზე დატვირთვას.

3.ყავა

დილით ყველაზე სასურველი სასმელი ძალიან აღიზიანებს ცარიელ კუჭს. უმჯობესია ყავა საუზმის ან ლანჩის შემდეგს დალიოთ. და სხვაგვარად არ შეგიძლიათ, იმისათვის, რომ დილის ამერიკანოს მავნებლობა მინიმუმამდე დაიყვნოთ, უნდა შეამციროთ სასმლის მჟავიანობა, მაგ: დაუმატოთ რძე, ნაღები ან ქოქოსის ზეთი.

4.ცომეული

ყავა კრუასანთან ერთად - კინემატოგრაფიული საუზმის კლასიკაა, მაგრამ კუჭისთვის ეს უდიდესი სტრესია. ცომეულში შემცველი საფუარი აღიზიანებს კუჭს, რასაც დღის მანძილზე საკმაოდ ხანგრძლივი დისკომფორტის გამოწვევა შეუძლია.