პომიდვრის დიეტა – მარტივი, იაფი, ეფექტური

პომიდვრის დიეტა

"მიირთვით პომიდორი და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, მარტივად გახდებით", - გვარწმუნებენ ინგლისელი მეცნიერები.

პომიდვრის დიეტის პლუსები იმაში მდგომარეობას, რომ იგი ორგანიზმს ვიტამინებით და სხვა აუცილებელი მინერალებით ავსებს. პომიდორი მდიდარია კალცით, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში სითხის ცვლას და მაგნიუმით, რომელიც გულის ნორმალურად მუშაობისთვისაა აუცილებელი. ამასთან, პომიდორი ანტიოქსიდანტ ლიკოპონის საბადოა, რომელიც ორგანიზმის დაბერებას აფერხებს.

მნიშვნელოვანი დიეტა

იმისთვის, რომ გახდომის პროცესი უფრო ეფექტური იყოს, პომიდორი აუცილებლად ახალი უნდა იყოს. შუალედებში შეგიძლიათ მიირთვათ სეზონური ხილი და მინერალური წყალი.

დიეტა

I დღე

საუზმე

ცეხვილი პური თაფლით (2 ნაჭერი), უშაქრო ჩაი (1 ჭიქა).

სადილი: პომიდვრის სალათა ყველით, 1ჩ/კ ზეითუნის ზეთი, 350 გრ კომპოტი

სამხარი: პომიდვრის სოუსი 350 გრ, მაყვლის ნახარში (1 ჭიქა)

II დღე

საუზმე: დაბალკალორიული იოგურტი, ჩ/კ თაფლი, 1 ჭიქა უშაქრო ჩაი

სადილი: პომიდვრის სუპი თევზით, პიტნის ჩაი (1 ჭიქა)

სამხარი: პომიდვრის სალათა, I ჭიქა მაყვლის ნახარში.

III დღე

საუზმე: ბოსტნეულის პიცა (150 გრ), უშაქრო ჩაი (1 ჭიქა).

სადილი: ბიფშტექსი პომიდვრის სოუსით (300გრ), პიტნის ჩაი (1 ჭიქა).

სამხარი: სენდვიჩი პომიდვრით და დაკონსერვებული შამპინიონებით, 1 ჭიქა მაყვლის ნახარში

IV დღე

საუზმე: გაიმეორეთ მეორე დღის საუზმე

სადილი: პომიდორი ფარშირებულ ბრინჯთან ერთად. 1 ჭიქა კომპოტი.

სამხარი: პომიდვრისა და სხვადასხვა ბოსტნეულის რაგუ (350გრ), ფუნთუშა (1 ცალი), 1 ჭიქა მაყვლის ნახარში.

V დღე

საუზმე: გაიმეორეთ პირველი დღის საუზმე.

სადილი: პომიდვრის სუპ-პიურე ხახვით (350გრ), 1 ჭიქა პიტნის ჩაი.

სამხარი: პომიდვრისა და მწვანილის სალათა (350გრ) 1 ჩ/კ ბალზამიკოსთან ერთად, 1 ცალი ფუნთუშა, მაყვლის ნახარში.

სხვა სიახლეები