გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე „პრაიმტაიმის“ მკითხველს საკუთარ, ეფექტიან და მარტივ დიეტას უზიარებს.
„ეს არის 3-დღიანი დიეტა, რომლის ხშირად გაკეთება არ შეიძლება. 4-6 თვეში ერთხელ არის შედეგიანი.
3 დღე-ღამის განმავლობაში მიირთმევთ ცხიმიან არაჟანს, რაც უფრო ცხიმიანია, უფრო უკეთესია. რაოდენობაში და დროში შეზღუდულები არ ხართ, რასაც ორგანიზმი მოგთხოვთ, მიიღეთ.
ამას გარდა, სვამთ წყალს და ნაბეღლავს, რამდენიც გნებავთ.
საკუთარი გამოცდილებით, 3 დღეში, დაახლოებით, 6-დან 7 კილოგრამამდე დაიკლებთ, ორგანიზმს გააჩნია.
მე ყოველ წელს. ახალი წლის პერიოდში ვაკეთებ ხოლმე, თუმცა, წელს გამონაკლისი იყო. 2 დღე ვიყავი ამ რეჟიმზე და 4 კილო და 400 გრამი დავიკელი.
ყავა, ჩაი არაფერი შეიძლება - არც უშაქრო.“ - უთხრა „პრაიმტაიმს“ გიორგი ნაზღაიძემ.