ნახეთ, ყველაზე საშიში თარიღები 2022 წელს

ასტროლოგია

ასტროლოგებმა და ნუმეროლოგებმა ერთობლივი პროგნოზი გააკეთეს 2022 წლისთვის. მათ დაასახელეს მომავალი წლის ყველაზე საშიში თარიღები, რომლებშიც არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეებისა და მოვლენების მხრივ აქტიოვბა. ამის შესახებ ინფორმაციას ასტროლოგიური ვებ-გვერდი ავრცელებს. 

საშიში პერიოდები

ღირს ფიქრი მთვარის დაბნელებაზე, რომელიც მოხდება 2022 წლის 16 მაისსა და 8 ნოემბერს. ამ დღეებმა შეიძლება მოიტანოს ფინანსური პრობლემები და დანაკარგები. ასტროლოგები ურჩევენ ყველას, ვინც ბიზნესით არის დაკავებული, დაიმახსოვროს ეს თარიღები და არ მოაწყოს მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები ამ დღეებში.

ჯანმრთელობის რისკები

მომავალი წლის ორი დღე - 30 აპრილი და 25 ოქტომბერი - ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. იქნება ტრავმის, ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის მაღალი რისკი. ნუმიროლოგები ამ დღეებში გვირჩევენ უარი თქვან მოგზაურობასა და სახლიდან ხანგრძლივად შორს ყოფნაზე. ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება დაისვენოთ და დრო სახლში გაატაროთ.

შავი პარასკევი

2022 წლის მაისი იქნება წლის ერთადერთი შავი პარასკევი, რომელიც 13 მაისს დადგება. ეს დღე სახიფათოა პერსონალური ურთიერთობების თვალსაზრისით. შავ პარასკევს ადამიანები გაღიზიანებულები და აგრესიულები იქნებიან. ამ მხრივ, უმჯობესია თავი აარიდოთ მგრძნობიარე თემებს და შეეცადოთ თავიდან აიცილოთ კამათი და პროვოკაცია.

პლანეტარული საფრთხეები

საფრთხეს წარმოადგენს რეტროგრადული მერკურის დღეები - 14 იანვარი, 10 მაისი, 29 დეკემბერი. ამ დღეებში ნუ დანიშნავთ გარიგებებს, არ გაყიდოთ ან იყიდოთ არაფერი, რადგან ეს არანაირ სარგებელს არ მოგიტანთ,. 30 ოქტომბერი იქნება მარსის რეტროგრადული დრო. ამ დღეს ურთიერთობებში დაძაბულობა გაიზრდება, იქნება ჩხუბი და კონფლიქტი, ამიტომ, უმჯობესია მარტო გაატაროთ ეს დღეები.