პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თევზები
ზოდიაქს ეს ნიშანი ფლობს განვითარებულ მგრძნობელობას და ინტუიციას. ამ საკითხში, მას ნადვილად ვერავინ შეედრება. თევზები პირდაპირ იხედებიან საკუთარ და სხვების სულში, იწერენ ყოველ მოძრაობას და ქმედებას. სწორედ ეს ნიჭი ეხმარება ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს საკუთარ გრძნობებთან გამკლავებასა და გარშემომყოფთა მხარდაჭერაში. თევზები შეუცვლელი დამხმარეა მათთვის, ვინც დაბნეულია და კრიზისს განიცდის, რადგან ის ყველაფერში ერკვევა და შეუძლია სიტუაცია განმუხტოს, ყველაფერი თავის ადგილას დაალაგოს და ადამიანს შვება აგრძნობინოს.
კირჩხიბი
კირჩხიბები ადამიანების იმ რიცხვს ეკუთვნიან, რომლებსაც ყველაზე კარგად ესმით ემოციის ბუნება და შინაგან წინააღმდეგობებთან ბრძოლის მნიშვნელობა. ამასთან, ისინი მუდმივად მზად არიან სხვების დასახმარებლად. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს და ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს. გარდა ამისა, კირჩხიბები ძალიან გონიერები არიან და მშვენივრად ფლობენ საკუთარ ემოციებს.
სასწორი
სასწორი - ძალიან ჰარმონიული ნიშანია, რომელიც მარტივად უმკლავდება ნებისმიერი სახის ემოციურ სიტუაციას, რათა შეძლოს სამართლიანობის აღდგენა და სამყაროში სიმშვიდის მოტანა. ამ ნიშნით დაბადებულები ისწრაფვიან პირველ რიგში სიმართლის და სამართლიანობისთვის. ისინი ვერ ეგუებიან განუკითხაობას ან ვინმე როცა განსაცდელშია და იტანჯება. სწორედ ამიტომ, სასწორი ყველას ეხმარება.
ქალწული
ზოდიაქოს ეს ნიშანი ერთგული, მიზანმიმართული, შრომისმოყვარე და დაფიქრებულია. ისინი მშვენივრად უმკლავდებიან ემოციებსაც. ქალწული ნიშნით დაბადებულებს ძალიან უყვართ ოჯახი და ახლობლები, ამიტომ, ემოციური წარმატება მათ ბუნებაში თავიდანვე დევს. ქალწულები ძალიან ღრმად გრძნობენ, როცა ვინმეს უჭირს, ცუდად არის ან იტანჯება და მაშინვე მიემართებიან დასახმარებლად.
მორიელიმორიელი ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და ამტანი ზოდიაქოს ნიშანია. ასევე, ის არამარტო კარგად უმკლავდება საკუთარ ემოციებს, არამედ, ყველაზე კარგად ესმის გარშემომყოფთა ემოციური მდგომარეობა. ამ ნიშნით დაბადებულები ძალიან თანამგრძნობი არიან. ისინი ყოველთვის გულუხვად უზიარებენ საკუთარ პოზიტივს სხვებს და სამაგიეროდაც იგივეს ელიან.
წყარო: horoskopi